ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი აშშ-ის ახალბედა მოქალაქეებს მიესალმება


დღის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ გამართული ბრიფინგის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე დაგეგმილ, ამერიკის მოქალაქეობის მინიჭების ცერემონიაში.

აშშ-ის მასშტაბით დღეს, 2 ივლისს ნატურალიზაციის ცერემონიები იმართება რამდენიმე დიდ ქალაქში, რომელთა დროს უცხოური წარმომავლობის მოქალაქეები ფიცს დადებენ და საჯაროდ მიიღებენ აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის წინ, პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გამართულ ნატურალიზაციის ცერემონიაზე დასწრებით, აშშ-ის ახალბედა მოქალაქეებს მიესალმება. დამსწრეთა შორის იქნებიან სხვა ოფიციალური პირებიც, მათ შორის - შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი და საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG