ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი სამიტის დასაწყისში: ყოველთვის უკეთესია პირისპირ შეხვედრა


ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. სამიტისათვის შვეიცარიის დედაქალაქი ამ სახელმწიფოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ხანგრძლივი ისტორიის გამო შეირჩა. შეხვედრის წინ ქაოტური პრეს-ბრიფინგის განმავლობაში, რომელსაც ამერიკული და რუსული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ლიდერებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს.

"ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით თქვენი ინიციატივისათვის, რომ დღეს ეს შეხვედრა გამართულიყო,” - განაცხადა პუტინმა. “აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობებში ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელთა გადაწყვეტა უმაღლესი დონის შეხვედრას ითხოვს. ვიმედოვნებ, ჩვენი საუბარი პროდუქტიული იქნება.” ბაიდენმა მიუგო: “გმადლობთ. როგორც გარეთ ვთქვი, ვფიქრობ, ყოველთვის უკეთესია პირისპირ შეხვედრა.”
გასული დღეების განმავლობაში მხარეები ხაზს უსვამდნენ თანამშრომლობის მნიშვნელობას, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავდნენ, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესებას არ ელოდნენ. ვარაუდობენ, რომ შეხვედრა პრეტენზიების გამოთქმის ადგილი უფრო იქნება, ვიდრე რაიმე ღირებული შეთანხმების მიღწევის. “ამ შეხვედრიდან დიდ შედეგებს არ ველით,” - განუცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მოხელემ "ამერიკის ხმისა" და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე, როდესაც დელეგაცია შვეიცარიაში მიფრინავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG