სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი და ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი ჯინ შაჰინი რესპუბლიკელ კოლეგებთან, სენატორ რობ პორტმანთან და კრის მერფისთან ერთად ლიეტუვაში ჩავიდა. კონგრესის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სენატორები ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვიეტლანა ციხანუსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბრიელიუს ლანდსბერგის შეხვდნენ.
შეხვეედრა იმ ფონზე იმართება, როცა ევროპის ქვეყნების ნაწილი ბელარუსის წინააღმდეგ ზომებს იღებს, ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის და დისიდენტი ჟურნალისტის რამან პროტასევიჩის დაკავების გამო. პრეს-სრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე სენატორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ამერიკის ერთგულება ლიეტუვისა და სხვა პარტნიორების მიმართ და რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
„შეერთებული ორპარტიულად დგას ბელარუსი ხალხის გვერდით მათ მიერ ანგარიშვალდებული მთავრობის მოთხოვნაში და მე ვარ ამაყი, რომ ერთიანი გზავნილი მაქვს სენატორ პორტმანთან და სენატორ მერფისთან ერთად, რომ ჩვენ სრულიად ვეწინააღმდეგებით ლუკაშენკოს კორუფციასა და რეპრესიებს. როგორც [სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის] ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას გავაკეთო ყველაფერი, რათა ციხანუსკაიას მცდელობას დავეხმარო და ხელი შევუწყო ბელარუსი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.
სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუვა „ფრონტის ხაზის პარტნიორია შეერთებული შტატებისთვის, ერთიანი მცდელობის ფარგლებში ხელი შევუწყოთ დემოკრატიას და წინ აღვუდგეთ მზარდად აგრესიულ რუსეთს“.
ლიეტუვაში ვიზიტის შემდეგ, სენატორები უკრაინას ესტუმრებიან და შემდეგ საქართველოში ჩავლენ. საქართველოში ისინი მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ხოლო უკრაინაში ყურადღებას გაამახვილებენ ანტი-კორუფციული ზომების მნიშვნელობაზე.
Facebook Forum