ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა კაპიტოლიუმზე თავდასხმის საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შეთანხმდა


FILE - A mob of supporters of U.S. President Donald Trump fight with members of law enforcement at a door they broke open as they storm the U.S. Capitol Building in Washington, Jan. 6, 2021.
FILE - A mob of supporters of U.S. President Donald Trump fight with members of law enforcement at a door they broke open as they storm the U.S. Capitol Building in Washington, Jan. 6, 2021.

აშშ-ის წარმომადგენელტა პალატა, დამოუკიდებელი კომისიის შექმნაზე შეთანხმდა, რომელმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმა უნდა გამოიძიოს. 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების თავდასხმისას 5 ადამიანი გარდაიცვალდა და ათობით დაშავდა.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ, 35 რესპუბლიკელთან ერთად საგამოძიებო კომიის შექმნა ოთხშაბათს დაამტკიცა. 252 მომხრე, 175 წინაღმდეგი - კენჭისყრის შედეგები ასე გადანაწილდა. კომისია მსგავსია იმ საგამოძიებო კომისიის, რომელმაც 2001 წელს, აშშ-ზე განხორციელებული ალ ყაიდას ტერორისტული თავდასხმა გამიძია.

მაგრამ, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბედი გაურკვეველი რჩება პოლიტიკურად დაყოფილ სენატში. გუშინ, სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკონელიმ განაცხადა, რომ ის კომისიის შექმნის წინააღმდეგია. ერთი დღით ადრე მაკონელი აცხადებდა, რომ მზად იყო იდეის განსახილველად. საბოლოოდ, კომისიის შესაქმნელად, სენატში დემოკრატებთან ერთად, დამატებით მინიმუმ 10 რესპუბლიკელის ხმა იქნება საჭირო.

ტრამპის ოპონენტები აცხადებენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმას, დემოკრატიაზე თავდასხმად განიხილავენ და იმედოვნებენ, რომ საგამოძიებო კომისია ხაზს გაუსვამს მომხდარ ძალადობაში პრეზიდენტ ტრამპის როლს. ხოლო მოწინააღმდეგები ამბობენ, რომ 6 იანვარზე ფოკუსი, ყურადღების მიღმა ტოვებს სხვა ძალადობის შემთხვევებს, მათ შორის 2 აპრილს კაპიტოლიუმის პოლიციაზე თავდასხმას, რომელსაც ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა.

2021 წლის ექვს იანვარს, როცა სენატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ ტრამპის 800-მდე მხარდამჭერი შეიჭრა. თავდასხმაში მონაწილეთა ნაწილმა, ჩაამსხვრია ფანჯრები, შეტეხა კარებები და შენობაში შეაღწია. მათ დაიკავეს კონგრესის ორივე პალატა და ოფისები. 400-ზე მეტ თავდამსხმელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით უკვე წაყენებული აქვს, პროკურორები საქმის გამოძიებას განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG