ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის საგაერო საქმეთა მინისტრი უარს ამბობს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, უარი თქვა ევროკავშირის ინიციატივაზე, დაუწესონ რუსეთს დამატებითი სანქციები ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო.

ადგილობრივ მედიასთან საუბრის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები არ გააუმჯობესებს დაპატიმრებული ოპოზიციონერის მდგომარეობას. „ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგო მოხდება“, - განცხადა მაასმა.

ევროკავშირს უკვე დაწესებული აქვს სანქციები რუსეთისთვის ნავალნის დაპატიმრების გამო. რუსეთს ევროკავშირის სანქციები ყირიმის ანექსიის გამო ულვე რამდენიმე წელია ადევს.

მაასის თქმით, ამ სანქციების პარალელურად, საჭიროა დიალოგი რუსეთთან, რათა თავიდან აიცილონ ესკალაციის ციკლი, რომელიც სიტუაციის სერიოზულ კონფრონტაციაში გადასავლას ხელს შეუშლის.

კვირის დასაწყისში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრაიანმა განაცხადა, რომ თუ ნავალნი საპატიმროში გარდაიცვლება, მაშინ ევროკავშირი ამისთვის აუცილებლად მოსთხოვს პასუხს პუტინს და რუს ოფიციალურ პირებს, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებლები ნავალნის ჯანმრთელობასა და მის სიცოცხლეზე მის ოპოზიციონერის ციხეში ყოფნის განმავლობაში.

ალექსეი ნავალნი საპატიმროში 3 კვირაზე მეტხანს შიმშილობდა და მოითხოვდა, რომ მასთან მისი პირადი ექიმი შეეშვათ კონსულტაციისთვის. 23 აპრილს ნავალნიმ ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვიტა.

ნავალნი 2020 წლის აგვისტოში, საბჭოთა ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. კომაში მყოფი ოპოზიციონერი გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. სწორედ იქ დამტკიცდა, რომ ის მოწამლული იყო.

ნავალნი მომხდარში პუტინს, კრემლს და რუსეთის დაზვერვის სამსახურის აგენტებს სდებს ბრალს. კრემლი ნავალნის ბრალდებებს უარყობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG