ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსების 48%-ს პუტინის ხილვა 2024 წლის შემდეგ კვლავ პრეზიდენტად სურს


რუსების ნახევარს 2024 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინის კვლავ პრეზიდენტად ხილვა სურს. საზოგადოებრივი აზრი ავტორიტეტულმა კვლევითმა ორგანიზაცია „ლევადამ“ გამოიკვლია.

ისურვებდით თუ არა ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად ხილვას მიმდინარე ვადის ამოწოურვის შემდეგ? გამოკითხულთა 48% ამ კითხვაზე დადებით პასუხს სცემს, 41%-ს კი 2024 წლის შემდეგ პუტინის პრეზიდენტად ხილვა აღარ სურს.

კვლევით ირკვევა, რომ ვლადიმირ პუტინის მიმართ მხარდაჭერა ნაკლებია ახალგაზრდებში - 18-24 წლის ასაკის რესპონდეტთა 57%-ს არ სურს ვადის ამოწურვის შემდეგ ის კვლავ პრეზიდენტი გახდეს. ამავე ასაკობრივ ჯგუფში 31%-ს კვლავ სურს პუტინი პრეზიდენტად იხილოს.

რატომ სურთ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად?

მისი ღვაწლი ქვეყნის მიმართ, პირადი დამსახურება და კარგი საგარეო პოლიტიკა - ეს არის სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც გამოკითხულთა 48 პროცენტი პუტინის კვლავ პრეზიდენტად ხილვა სურს. მათგან 19%-ს ამის სურვილი მის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის გამო აქვს.

  • მისი მმართველობის დროს, ქვეყანა უკეთესი გახდა - ამბობს 30%.
  • 25%-ს მიაჩნია, რომ ის ამას იმსახურებს.
  • საგარეო პოლიტიკას იწონებს 19%.
  • 18% ფიქრობს, რომ ის კარგი პრეზიდენტია.
  • 16%-ს მიაჩნია, რომ მისი შემცვლელი არ არსებობს.
  • გამოკითხულ რუსთა 6%-ს არაფრის შეცვლა არ სურს.
  • მას კარგად ვიცნობთ, ამბობს 6%.
  • 1%-ს სხვა მიზეზები აქვს, 4%-ს კი უჭირს თქმა, რატომ სურს ვლადიმირ პუტინი კვლავ ქვეყნის პრეზიდენტად.

რატომ არ სურთ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად?

ვლადიმირ პუტნის კვლავ პრეზიდენტად ხილვის მოწინააღმდეგეებს, პთხი ძირითადი მიზეზი აქვთ - ზედმეტად დიდი დრო ქვეყნის მართვისთის, ხელიუფლების ცვლილების აუცილებლობა, სოციალური პრობლემები და პოლიტიკოსის ასაკი.

  • 21% ფიქრობს, რომ ის ქვეყანას ძალიან დიდი ხანია მართავს.
  • 19%-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია.
  • სიღარიბე 14%-სთისაა მიზეზი.
  • 11% აქცენტს მის ასაკზე აკეთებს.
  • 9%-ს მიაჩნია, რომ მას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
  • 8% მთავარ მიზეზად კორუფციას ასახელებს.
  • 6% მხარს სხვა ლიდერს უჭერს.
  • 8%-ს სხვა მიზეზები აქვს, 10%-ს კი უჭირს თქვას, რატომ აღარ სურს პუტინი პრეზიდენტად იხილოს.

იმ რესპონდეტთა 53% რომლებსაც 2024 წლის შემდეგ პუტინის კვლავ პრეზიდენტად ხილვა არ სურს, გეგმავს არჩევნებში ხმა სხვა კანდიდატს მისცეს. 30% არჩევნებზე წასვლას საერთოდ არ გეგმავს. 7% იმედს საპროტესტო აქციებზე ამყარებს, 5%-ს კი ქვეყნის დატოვება სურს.

„ლევადამ“ კვლევა მიმდინარე წლის 18-24 თებერვალს ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, რუსეთის 137 მუნიციპალიტეტსა და 50 რეგიონში 1 601 ადამიანი გამოკითხა.

რუსული საზოგადოების პრობლემები

დროის ამავე მონაკვეთში „ლევადა“ დაინტერესდდა, რა მიაჩნია რუსულ საზოგადოებას მთავარ პრობლემებად.

ფასების ზრდა, სიღარიბე, კორუფცია, უმუშევრობის ზრდა, სოციალური დაყოფა - ეს არის ძირითადი პრობლემები, რომლებზეც რუსული საზოგადოება საუბრობს.

  • 58%-ს მთავარ პრობლემად გაზრდილი ფასები მიაჩნია
  • 40%-ს სიღარიბე
  • კორუფციას და მოსყიდვას მთავარ პრობლემად 39% ასახელებს
  • უმუშევრობის ზრდას 36%
  • დოვლათის უსამართლო გადანაწილება და მკვეთრი დაყოფა მდიდარ და ღარიბ მოქალაქეებს შორის 26%-ის მთავარი პრობლემაა
  • სამედიცინო მომსახურების ცუდი ხელმისაწვდომობა - 23%
  • ეკონომიკური კრიზისი - 22%
  • გაერმოს დეგრადაცია - 21%
  • 20%-ის მთავარი პრობლემა განათლების ხელმიუწვდომლობაა
  • 19% პრობლემად გაზრდდილ ნარკოდამოკიდებულებას ასახელებს
  • მორალური და კულტურული კრიზისი გამოკითხულთა 19%-ის პრობლემაა
  • მიგრანტების შედინება - 15%
  • ბიუროკრატია - 14%
  • 13% აცხადებს, რომ სასამართლოში სამართლის მიღწევა პრობლემაა
  • პოლიციის უხეშობა და სისასტიკე - 12%
  • სახელმწიფოს სისუსტე - 12%
  • დანაშაულის ზრდა - 11%
  • პენსიების და სხვა ბენეფიტების გადახდოს დაგვიანება - 11%
  • 7% ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ხელისუფლების შტოებს შორის კონფლიქტია
  • 6%-ს მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა ადამიანის უფლებებს უკავშირდება - აკრძალვები სიტყვის თავისუფლებაზე და ზეწოლა მედიაზე
  • 6% მთავარ პრობლემად შიდსით ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებლს ასახელებს
  • ასევე 6%-თვისაა პრობლემა ნაციონალიზმის ზრდა
  • 5% პრობლემად ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული თავდასხმები იაჩნია
  • 3%-თვის კი პრობლემაა შიშის განცდა, რომ მი საცხოვრებელ რაიონში შესაძლოა ტერორისტული თავდასხმა მოხდეს

2018 წელს, რესპონდენტთა 72 პროცენტი აცხადებდა, რომ ფასების ზრდა მთავარ პრობლემათაგან ერთ-ერთი იყო. ახლა იმასვეს 58% ფიქრობს. ასევე შემცირდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც პრობლემად სიღარიბე მიაჩნდა - 52%-დან, 40%-მდე.

XS
SM
MD
LG