ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წამომადეგენელმა ნედ პრაისმა განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმადაა შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიყენონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი მოქმედება ან რიტორიკა, რომელსაც დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობის გამოწვევა შეუძლია", ნათქვამია განცხადებაში.

სახელწიფო დეპატრამენტი ასევე ამბობს, რომ "ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს საკუთარი ევრო-ატლანრიკური მისწრაფებების თანმიმდევრულად და გაამყაროს საკუთარი პირობა დემოკრატიული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, იმაში დასარწმუნებლად, რომ მისი სასამართლო და პროკურატურის სისტემა პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფალია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და [ეკონომიკურად] განვითარებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მუშაობას კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად", აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG