ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი: ბრიტანეთში კარანტინის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია


ხუთშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ნაადრევია იმის თქმა, თუ კორონავირუსის ეროვნული კარანტინი როდის დასრულდება. ბრიტანეთში კოვიდ-19- ით გამოწვეული სიკვდილობის ყოველდღიური დონე უაღრესად მაღალია და საავადმყოფოები სულ უფრო მეტად იტვირთება.

ოთხშაბათს, ბრიტანეთში დღიური გარდაცვალებების რიცხვის ახალი რეკორდი აღირიცხა და ჯონსონმა ამ ციფრებს “თავზარდამცემი” უწოდა.



ინგლისის ეროვნული მასშტაბის მესამე კარანტინის დროს, ბარები, რესტორნები და სკოლები მეტწილად დაკეტილი იყო. გასული წლის ბოლოს, დაავადების შემთხვევების მკვეთრი ზრდა, ჯონსონმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს მიაწერა, რომელიც უფრო გადამდებია და პირველად ინგლისში აღმოაჩინეს.

გარდაცვალების შემთხვევების ზრდასთან ერთად, ახალი შემთხვევების რიცხვი, 8 იანვარს აღნუსხული პიკური 68 ათასიდან, ოთხშაბათს 38 ათასამდე შემცირდა.

ჯონსონის მიზანია, სანამ შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობა დაიწყება, თებერვლის შუა რიცხვებისთვის, მაღალი პრიორიტეტის ჯგუფების აცრა მოხდეს, რათა ყველაზე ასაკოვანი, ყველაზე მოწყვლადი და ასევე, ჯანდაცვის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო პერსონალი დაიცვან.


კაბინეტის მინისტრებმა ხალხს თხოვნით მიმართეს, რომ შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ, რათა საავადმყოფოების გადატვირთვა თავიდან აიცილონ და ხელისუფლებას “კოვიდ-19” ვაქცინების გამოტანის დრო მისცენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG