ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის რესპუბლიკელების ლიდერი: ტრამპმა ამბოხი წაახალისა


სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა სამშაბათს, ინაუგურაციის წინა დღეს აღიარა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, საკუთარი მოწოდებით, 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხრეების შეჭრა და ამით, ძალადობა წაახალისა.

მაკკონელის განცხადებით, ამბოხებულები, რომლებმაც კაპიტოლიუმის უსაფრთხოებას დააღწიეს თავი, ტრამპის შეგონებით, კანონმდებლებს დაუპირისპირდნენ არჩევნების გაყალბების ბრალდებით. თუმცა, კანონმდებლები არ აჰყვნენ შიშს, ძალადობას და "მათ უარი განაცხადეს ვეტოს ძალა მიეცათ თავმდამსხმელებისთვის აშშ-ზე კონტროლისათვის", - განაცხადა მან.

კაპიტოლიუმში შეჭრას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი იყო. სიტუაციის დაძაბვის გამო, ქალაქის მერმა ადგილზე ეროვნული გვარდია გამოიძახა, ქალაქში კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ძალადობის წახალისებისა და არჩევნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატები და რესპუბლიკელების ნაწილი, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ.

დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვისი იმპიჩმენტიც წარმომადგენელთა პალატაში 2-ჯერ მოხდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG