ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი შტამის გამო შეზღუდვები მკაცრდება


ბრიტანეთის მთავრობამ, 23 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი კარანტინში მოექცევა. ეს ნაბიჯი ლონდონმა მას შემდეგ გადადგა, რაც ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე თავდაპირველი ვერსია. შედეგად ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად სწრაფად იზრდება და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მატულობს.

გარდაცვალების რაოდენობა კი დღეში 744-ს გაუტოლდა. ეს აპრილის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ინფექციების, ჰოსპიტალიზაციის და ადამიანთა გარდაცვალების ზრდის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა მეთ ჰანკოკმა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

„უბრალოდ ვერ გვექნება ისეთი შობა, როგორიც ყველას გვინდა“, - თქვა მან.

ლონდონელებს შაბათს სოციალურ შეკრებებზე მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს. შეზღუდვები გამკაცრდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისსა და უელსშიც.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოსალოდნელია, რომ 26 დეკემბრის შემდეგ, ქვეყნის სამხრეთის სხვა ნაწილებში, შეზღუდვები გამკაცრდება.

შობის შემდეგ შეზღუდვების შემოღების თაობაზე, მოსახლეობას, შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობებმაც განუცხადეს.

ჰენკოკის თქმით, ჰოსპიტალიზაცია ყოველდღიურად 1 909 -ით იზრდება და ამ დროისთვის ქვეყანაში 18 943 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, რაც იმაზე მაღალია, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი გავრცელების პიკში, აპრილის პერიოდში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG