ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლინი ამბობს, რომ კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი გერმანიაში, სავარაუდოდ, უკვე გავრცელდა


გერმანია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამპი, დიდი ალბათობით, უკვე გავრცელებულია. რობერტ კოხის ინსტიტუტის, ქვეყნის მთავარი ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, ამაზე მიუთითებს ის, რომ ვირუსის ეს ვარიანტი უკვე დაფიქსირდა ნიდერლანდებსა და დანიაში და იმის შესაძლებლობა, რომ გერმანიაშიც იქნას აღმოჩენილი „ძალიან მაღალია“.

კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ, ინგლისის სამხრეთში, ბევრმა ქვეყანამ ლონდონთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მაშინ როცა შესაძლოა, რომ ვირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას უფრო მეტი გართულებები ახასიათებს ან უფრო საშიშია სიცოცხლისათვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვირუსის ვარიაციები ჩვეულებრივი მოვლენაა და მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა, გავრცელების შეზღუდვაა.

პარალელურად, „ბიონტექის“ ვაქცინის თანაშემქმნელმა განაცხადა, რომ „მეცნიერული თვალსაზრისით დიდი ალბათობაა“, რომ იმუნური პასუხი, რომელსაც ვაქცინა ქმნის გაუმკლავდება ახალ ვარიაციასაც. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ ვარიანტს ცხრა მუტაცია აქვს და არ იციან ზუსტად მოახერხებს თუ არა ვაქცინა ამისგან დაცვას.

ევროკავშირში, ევროპის მედიცინის სააგენტომ, „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გავრცელების უფლება ორშაბათს გასცა. ევროკავშირში მოელიან, რომ ვაქცინაცია 27 დეკემბრისთვის დაიწყება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG