ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფაიზერი" აცხადებს, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 95% ეფექტურია


ფარმაცევტულ კომპანია "ფაიზერში" აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტურია. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ ვაქცინას არ გამოუწვევია სერიოზული გვერდითი ეფექტები და ემზადება, რომ სამთავრობო ნებართვა მიიღოს მისი წარმოებაში ჩაშვებისთვის.

"ფაიზერმა" შედეგები მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც კვლევის მესამე ფაზა დაასრულა და საბოლოო შეჯამება ჩაატარა. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა იცავს მოხუცებს, ანუ მათ, ვინც მეტად არიან კორონავირუსისგან გარდაცვალების რისკ ჯგუფში.

ამერიკულმა გიგანტურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ერთი კვირის წინ თქვა, რომ ძალიან დამაიმედებელი შედეგები ჰქონდათ, ახლა კი ამტკიცებენ, რომ მათი ვაქცინა 95%-ითაა ეფექტური ვირუსის წინააღმდეგ, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ხვალ, კომპანია ოფიციალურად სთხოვს ამერიკის მთავრობას, რომ ნება დართოს ვაქცინის გამოშვებისა და გამოყენებისთვის. თუმცა, "ფაიზერს" ჯერ არ გამოუქვეყნებია კვლევის დეტალური ანალიზი და შედეგები არ უნახავთ დამოუკიდებელ ექსპერტებს.

"ფაიზერი" და "ბიონტექი", გერმანული კომპანია, რომელიც ვაქცინის შექმნაზე "ფაიზერთან" ერთად მუშაობდა, ამბობენ, რომ ისინი 2020 წელს, ვაქცინის 50 მილიონი დოზის გამოშვებას აპირებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მომავალ წელს, კი ისინი 1,3 მილიარდი დოზის შექმნას ვარაუდობენ.

"ფაიზერი" აპირებს, რომ კვლევის შედეგები გაუგზავნოს მსოფლიოში სხვადასხვა სააგენტოებს, ვინც ვაქცინის რეგულაციაზე მუშაობენ და მათგანაც მიიღოს ნებართვა.

ამ კვირაში ეს უკვე მეორე განცხადებაა, რომელსაც ვაქცინაზე მომუშავე ფარმაცვეტული კომპანიები ვაქცინის ეფეტურობასთან დაკავშირებით აკეთებენ. კომპანია "მოდერნამ" თქვა, რომ მათი ვაქცინა 94,5%-ითაა ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ იმედი აქვთ, რომ "მოდერნა" და "ფაიზერი" დეკემბრის თვეში 20 მილიონ დოზა ვაქცინას გამოუშვებენ. ვაქცინა პირველად იმ ადამიანებს შეხვდებათ, ვინაც ეს გადაუდებლად სჭირდება, მაგალითად მედიკოსებსა და იმ პაციენტებს, ვისაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ და რისკ ჯგუფში არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG