13 ნოემბერს, მიჩიგანის სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მომხრეთა სარჩელი, რომელიც დეტროიტში ხმების დამოწმების შეჩერებას ითხოვდა. ეს პრეზიდენტ ტრამპის იურიდიული გუნდის ძალისხმევის მიმართ დიდი დარტყვაა. პრეზიდენტის იურისტები ცდილობენ არჩევენბის შედეგები ზოგიერთ შტატში შეატრიალონ და არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება გააუქმონ.
პენსილვანიაში, კიდევ ერთმა მოსამართლემ უარყო ტრამპის კამპანიის სარჩელების მთელი წყება, რომელიც ფოსტით გაგზავნილი ათასობით ბიულეტენის კანონიერებას აყენებდა ეჭვქვეშ.
პარალელურად, არიზონაში, ტრამპის კამპანიამ უარი თქვა საარჩევნო შედეგების იურიდიულად გაპროტესტებაზე, აღიარა რა, რომ ჯო ბაიდენის რიცხობრივი უპირატესობა დიდი იყო და მისი დაძლევა ვერ მოხდებოდა.
აშშ-ის მასმედიის უმთავრესმა საშუალებებმა გამოაცხადეს, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ჯო ბაიდენია, თუმცა შედეგები ყველა შტატში არ იყო დათვლილი. ტრამპი, რომელიც ბაიდენის არსებითი უპირატესობით მიუხედავად, არ აღიარებს მეტოქის გამარჯვებას, სასამართლოების გზით ცდილობს შედეგების შეცვლას ზოგიერთ შტატში, რომლებზეც დაუსაბუთებლად აცხადებს, რომ იქ არჩევნები გააყალბეს.
Facebook Forum