ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ჯორჯიასა და პენსილვანიაში დაწინაურდა


ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. თუმცა, ორ გადამწყვეტ შტატში-პენსილვანიასა და ჯორჯიაში-დემოკრატმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ხმების მცირედი უპირატესობით გაუსწრო პრეზიდენტ ტრამპს. ბაიდენს ასევე უპირატესობა აქვს საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, სადაც იგი 253-ით 214-ის წინააღმდეგ, უსწრებს პრეზიდენტ ტრამპს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღოს.

დონალდ ტრამპის კამპანია აგრძელების შედეგებში ეჭვის შეტანას. პარასკევს პრეზიდენტის გუნდი ასევე იტყობინებოდა, რომ "არჩევნები ჯერ არ დასრულებულა."

დონალდ ტრამპის კამპანია ამტკიცებს, რომ სავარაუდოდ ხმების გადათვლის შედეგად მიღებული შედეგებით, პრეზიდენტი გაიმარჯვებს. კამპანია აპირებს სასამართლო დავები გააგრძელოს, ბევრის გადასახედიდან, დაუსაბუთებელი პრეტენზიების დასამტკიცებლად.

ჯო ბაიდენმა წინ ჯორჯიასა და პენსილვანიაში ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლის შედეგად წაიწია. ამ ორი შტატის უდიდეს ქალაქებში-ატლანტასა და ფილადელფიაში ისედაც დემოკრატების მხარეს გადახრილმა ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა ხმა ფოსტით მისცა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG