ამერიკის რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებს ამ დრომდე არ ჰყავს გამარჯვებული. ამ დროისთვის ე.წ. ელექტორების ხმებით ჯო ბაიდენი ლიდერობს. დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს 253 ხმა აქვს ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კი 213.
ამ დროისთვის რამდენიმე შტატზე არის ყურადღება მიპყრობილი რომლებიც გადამწყვეტი იქნება როგორც ერთი ასევე მეორე კანდიდატისთვის. ხმის დათვლის პროცესი რამდენ ხანში დასრულდება ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ერთ-ერთი შტატი სადაც ხმის დათვლა კვლავ მიმდინარეობს ჯორჯიაა. სწორედ აქ ითხოვს ამერიკის 45-ე პრეზიდენტის საარჩევნო გუნდი თვლის პროცესის შეჩერება. პროცესის შეწყვეტის შესახებ ტრამპის საარჩევნო გუნდმა სასამართლოს მიმართა, სარჩელში წერია, რომ საარჩევნო კომისიის წევრმა დაგვიანებული საფოსტო ბიულეტენი დაამატა იმ ბიულეტენებს რომლებიც დროულად მივიდა შენობაში. შტატის კანონმდებლობის თანახმად ბიულეტენების მიღება არჩევნების დღეს 19:00 საათზე წყდება.
Facebook Forum