ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო


დღეს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია. ამერიკელი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს მომავალი 4 წლის განმავლობაში. ათობით მილიონი ამომრჩეველი პირადად ეწვევა საარჩევნო უბნებს, თუმცა დაახლოენბით 99-მა მილიონმა უკვე მისცა ხმა ადრეული ხმის მიცემის თუ საფოსტო ბიულეტენების გამოყენებით.

პრეზიდენტი ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს კამპანიას აგრძელებენ. ბაიდენი პენსილვანიის ორ ქალაქს ეწვევა, მოგვიანებთ მშობლიურ დელავერის შტატში დაბრუნდება.

პრეზიდენტი ტრამპი პენსილვანიას ორშაბათს ეწვია, კრიტიკული მნიშვნელობს შტატს, რომელსაც საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმა აქვს.

არჩევნებიის წინა დღეს ტრამპი ოთხ გადამწყვეტ შტატში ჩავიდა. მოგვიანებით პრეზიდენტი ვაშინგტონში, მისი კამპანიის გუნდს მოინახულებს, შემდეგ კი გადაცემას „ფოქსი და მეგობრები“ ეწვევა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა, არჩევნების დღეს მერყევ შტატებს აქვთ. უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ ბაიდენი ტრამპს უსწრებს. მათ შორის მიჩიგანისა და უისკონსინის შტატებში და შედარებით ნაკლები უპირატესობით, მაგრამ პენსილვანიაშიც. ეს სამივე ტრადიციულად დემოკრატიულად განწყობილი შტატია, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხი წლის წინ მცირე უპირატესობით მოიგო. ბაიდენს იმედი აქვს, რომ დემოკრატიულ პარტიას ამ შტატების მხარდაჭერას დაუბრუნებს.

ამ სამი შტატის უპირატესობა იმაშია, რომ თუ ბაიდენი სამივე მათგანში გაიმარჯვებს და ამასთან, ყველა იმ შტატში, სადაც 2016 წელს ტრამპის მაშინდელმა ოპონენტმა ჰილარი კლინტონმა წარმატებას მიაღწია, ის არჩევნებში გაიმარჯვებს. ამ დროისთვის, ბაიდენი ყველა შტატში ლიდერობს, სადაც ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, რაც ართულებს პრეზიდენტი ტრამპისთვის გამარჯვების მიღწევას.

გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ბაიდენი ტრამპს 8 პროცენტული პუნქტით უსწრებს. თუ პრეზიდენტი არჩევნებში წააგებს, ის უკანასკნელი 40 წლის მანძილზე მესამე იქნება, ვინც ქვეყანას მხოლოდ ერთი ვადით მართავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG