ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: არჩევნებამდე მასტიმულირებელი დახმარების შესახებ მსჯელობა აღარ გაიმართება


მოლაპარაკებები, კორონავირუსის პანდემიის გამო, დახმარების მეორე მასტიმულირებელი ჩეკების შესახებ, როგორც ჩანს შეჩერდა. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დახმარების შესახებ, დემოკრატების წინადადებები მიუღებელია და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაავალა, მოლაპარაკებები შეჩერდეს და მხოლოდ არჩევნების შემდეგ განახლდეს.

გადაწყევტილების გამოცხადებას წინ უძღვოდა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები, ტვიტერზე. ასევე წერილს, სადაც პრეზიდენტი ტრამპი დახმარების გაცემის შესახებ, ცალკეული პურნქტების დამტკიცების ინიციატივით გამოდიოდა.

ტვიტერზე გაკეთებულ განცხადებაში, პრზიდენტი საუბრობს, რომ მას შეუძლია ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებას, 1 200 დოლარის ოდენობის დახმარებას, რომელსაც, დაუყოვნებლივ მიიღებს "ჩვენი დიდებული ხალხი" - წერდა პრეზიდენტი და აცხადებდა, რომ შეეძლო ამ გადაწყვეტილებისთვის ხელი დაუყოვნებლივ მოეწერა. ამ ტექსტით, დონალდ ტრამპმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის მიმართა.

ნენსი პელოსიმ, პრეზიდენტის განცხადება მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, განცხადებითვე გააკრიტიკა.

"ის ავლენს მეცნიერებისადმი ზიზღს, ზიზღს ჩვენი გმირების, წინა ხაზზე მებრძოლი გმირების - ტრანსპორტის, კვების, განათლების სფეროში მომუშავე გმირების მიმართ" - აცხადებს სპიკერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG