ევროკავშირი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს, - დღეს განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის სხდომაზე.
მან დასძინა, რომ ევროკავშირი ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად და გაყალბებულად მიიჩნევს.
"არჩევნები, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა ბელარუსში, გაყალბდა, რის გამოც ევროკავშირი არ ცნობს ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად".
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბლოკის წევრ სახელმწიფოს ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ინიცირებული სანქციების ერთხმად მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
Facebook Forum