ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიასა და სხვა შტატებში კვლავ ტყის ხანძრები მძვინვარებს


კალიფორნიაში კვლავ ხანძარი მძვინვარებს. 14 000-ზე მეტი მეხანძრე შტატში ცეცხლის 25-მდე კერის ჩაქრობას ცდილობს. უკვე დამწვარია 890 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ ოთხშაბათის ქარიანმა ამინდმა შესაძლოა ცეცხლი გაამძაფროს.

ხანძრის გავრცელებას ამერიკის დასავლეთ ტერიტორიაზე რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამაც შეუწყო ხელი. შტატის ისტორიაში 3 რეკორდულად დიდი ხანძრიდან ორი ახლაც აქტიურია სან-ფრანცისკოს ყურის ჩრდილოეთით. თუმცა, სამკვირიანი ბრძოლის შემდეგ მეხანძრეებმა ხანძრის ძირითადი ნაწილის შეკავება მაინც მოახერხეს.

ბოლო დღეების განმავლობაში, სიერას ეროვნული პარკის ტერიტორიიდან, რომელიც ცენტრალურ კალიფორნიაში მდებარეობს, მაშველებმა ასობით ადამიანის ევაკუაცია შეძლეს. ა, ტერიტორიაზე 365 ნაგებობა და მათ შორის 45 სახლი განადგურდა. სინოპტიკოსების თანახმად, სამხრეთ კალიფორნიაში ოთხშაბათს ცხელი, მშრალი ქარის სიჩქარე საათში 80 კმ-ს აღწევს.

ათასობით კალიფორნიელმა საცხოვრებელი სახლი ევაკუაციის მიზნით უკვე დატოვა. ამერიკის სატყეო სამსახურმა შტატის სამხრეთ ნაწილში 8 ეროვნული ტყე და ყველა საბანაკო ტერიტორია დახურა. ტყეები იწვის დასავლეთის შტატებ ვაშინგტონსა და ორეგონშიც.

XS
SM
MD
LG