ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ19-ის ახალი ცხელი წერტილები ამერიკაში 


ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთ შტატებში პანდემიური ვითარება გაუარესდა. მზარდი მონაცემები ფიქსირდება აიოვაში, სამხრეთ დაკოტასა და კიდევ რამდენიმე შტატში.

კოვიდ19-ზე ჩატარებული ტესტების 15 პროცენტზე დადებითი პასუხი მოვიდა აიოვას შტატში, 19% დაკოტაში ხოლო ჩრდილოეთ დაკოტაში 18% - მონაცემებს სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

სპეციალისტები აიოვაში და სამხრეთ დაკოტაში პანდემიური ვითარების გაუარესებას კოლეჯების გახსნას და მოტომრბოლელთა საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.

კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება კენზასის, აიდაჰოსა და მისურის შტატებშიც. პანდემიური მაჩვენებლების ზრდა ამერიკაში ბოლო 7 კვირის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა და გარდაცვლილთა რაოდენობა გასულ თვეებთან შედარებით შემცირებული იყო და ბოლო თვეში დაახლოებით 6 100 ადამიანი დაიღუპა.

როიტერის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ამერიკის შეერთებულ შტატები გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეთორმეტე ადგილს იკავებს. ანუ 100 000 ადამიანზე ამერიკაში 58 ადამიანი კვდება კოვიდ19-ით.

მსოფლიო მასშტაბით ამერიკაში კოვიდ19 ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა 6.3 მილიონ ადამიანს. მეორე ადგილზე ინდოეთია სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4.3 შეადგენს, ბრაზილიაში კოვიდ19-ი დაუდასტურდა 4.1 მილიონ ადამიანს.

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად 26 სექტემბრისთვის შტატებში კოვიდ19-ით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 200 000-დან 211 000-მდე იქნება.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემებით კი წლის ბოლოსთვის ამერიკაში კოვიდ19-ით 410 000 ადამიანი იქნება გარდაცვლილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG