მაიკ პენსი, ინდიანის გუბერნატორი იყო, როცა დონალდ ტრამპმა ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. პირველად, ეს ოთხი წლის წინ მოხდა. 4 წლის შემდეგ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატია და წინასაარჩევნო კამპანიისას, მისი თანამებძოლი კვლავ მაიკ პენსია - ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, მეორე ვადით.
მყარი კონსერვატორული რეპუტაცია
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2016 წელს, დონალდ ტრამპისთვის დემოკრატ ჰილარი კლინტონთან წინასაარჩევნო ბრძოლაში, მაიკ პენსის მყარი კონსერვატიული რეპუტაცია განსაკურებით მნიშვნელოვანი იყო. პენსი, რომელიც თავის პედაგოგ მეუღლესთან, კარენთან 35 წლიან ქორწინებაშია, სრულიად განსხვავდებოდა ტრამპისგან - ნიუ-იორკელი უძრავი ქონების მაგნატისგან და რეალითი შოუს წამყვანისგან, რომელიც მესამე ქორწინებაშია.
„ქრისტიანი, კონსერვატორი და რესპუბლიკელი“ - ასე აღწერდა საკუთარ თავს მაიკ პენსი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ დონალ ტრამპის გამარჯვებაში, მნიშვნელოვანი წვლილი, სწორედ პენსის მხარდამჭერმა, მორწმუნე რესპუბლიკელებმაც შეიტანეს.
განსაკუთრებული ერთგულება ტრამპის მიმართ
„ქრისტიანი, კონსერვატორი და რესპუბლიკელი“ - ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მეორე ვადით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამებრძოლად წარმოდგენის შემდეგ, პენსი მეოთხე მახასიათებელ შეფასებასაც იმსხურებს - განსაკუთრებით ერთგული, იმდენად, რამდენადაც, 3 ნოემბერს, ისინი კვლავ ერთად ცდილობენ, ამჯერად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაამარცხონ, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები. მაიკ პენსისა და კამალა ჰარისის დებატები 7 ოქტომბერს გაიმართება.
პენსი არასდროს უშვებდა შესაძლებლობას საკუთარი ბოსის, პრეზიდენტის, შექებისთვის.
იშვიათი კრიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების თქმით, პენსი ტრამპის ქება-დიდებისთვის შანსს არასდროს უშვებდა, ასებობს მსუბუქი საჯარო კრიტიკის შემთხვევები, რასაც ანალიტიკოსები იხსენებენ. 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპის მიერ, ქალის მიმართ გაკეთებული განცხადების შესახებ მან თქვა, - „მე არ ვამართლებ მის გამოთქმებს და არ შემიძლია ისინი დავიცვა.“
უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში, 2017 წელს, კაბინეტის სხდომაზე, სამ წუთზე ნაკლებ დროში, პენსმა ტრამპის მიმართ 14 ჯერ გამოთქვა ქება მაგიდასთანვე მჯდომი ტრამპის წინაშე. ეს მაშინ ყოველ 12 წამში ერთხელ მოხდა.
61 წლის პენსი ინდიანაში გაიზარდა, სამართალი შეისწავლა და ვიდრე პოლიტიკაში წავიდოდა, ადვოკატის კარიერა ჰქონდა. მან, 2 ჯერ წააგო ბრძოლა, წარმომადგენელთა პალატაში მოხვედრისთის - 1988 და 1990 წლებში, მისი კონსერვატორული ხმა და სახე, იდიანას მოსახლეობაში ხანგრძლივად დარჩა - 1994-1999 წლებში, ის ტელე-რადიო წამყვანი იყო.
2000 წელს, მან პირველად მოიგო წარმომადგენელთა პალატაში მანდატი. შემდეგ, იქ იყო რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერიც. ჯამში, საკანონმდებლო ორგანოშო 12 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, მან 90 კანონპროექტი მოამზადა, თუმცა არც ერთი მათგანი კანონი არ გამხდარა.
Facebook Forum