ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირბადეების ტარება საფრანგეთში სავალდებულო ხდება


საფრანგეთი გეგმავს, დამცავი პირბადეების ტარება დახურულ შენობებსა და დაწესებულებებში სავალდებულო გახადოს. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის მეორე ტალღის შიშითაა გამოწვეული.

ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, პირბადებიის ტარება სავალდებულო გახდება ისეთ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, მაღაზიები. განცხადების გაკეთების დროს მან თქვა, რომ გადაწყვეტილება ძალაში პირველი აგვისტოდან შევა.

მოგვიანებით, პრემიერ მინისტრმა ჟაკ კასტექსმა თქვა, რომ ბრძანება უკვე მომავალი კვირიდან შევა ძალაში. პირბადებიის ტარება აქამდე აუცილებელი მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ისეთ ადგილებში იყო, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

პრემიერმის თქმით, ამ აკრძალვების შემოღებას პირველი აგვისტოდან აპირებდნენ, მაგრამ მისი თქმით, ამ თარიღმა გარკვეული კითხვები გააჩინა საზოგადოებაში, ამიტომ პირბადის სავალდებულო ტარების წესი საფრანგეთში მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა, პარლამენტიდან მოუწოდა ხალხს, რომ პირბადეების ტარება ახლავე დაიწყონ და ნუ დაელოდებიან იმას, თუ როდის შევა ბრძანება ოფიციალურად ძალაში. მისი თქმით, ნიღბების ტარება ყველა მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG