ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკლაჰომის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა


კევინ სტიტი, პირველი გუბერნატორია ამერიკაში, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ოკლაჰომის გუბერნატორმა, ამის შესახებ ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

"კოვიდ-19-ზე ტესტი ჩამიტარეს და შედეგები დადებითია. თავს კარგად ვგრძნბობ, მართლა. ვგულისხმობ, შეიძლება ითქვას, რომ ასიმპტომატური შემთხვევაა, ან მსუბუქად ვარ ავად" - აცხადებს გუბერნატორი.

ტულსაში გამართულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე, 20 ივნისს, გუბერნატორი სტუმრებს შორის იყო.

რესპუბლიკელი გუბერნატორი ამბობს, რომ მისი კონტაქტების მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ შაბათამდე, მისგან ვირუსის გადადების საშიშროება არ არსებობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG