ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - არის მსხვერპლი


აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკების პროვოცირებაში ადანაშაულებენ. ორივე მხარე ადასტურებს დაპირისპირების ფაქტს და იმას, რომ სროლის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა საზღვრის გადაკვეთა აზერბაიჯანის ქალაქ ტოვუზის მიმართულებით სცადეს და მოწინააღმდეგის პოზიციები დაიკავეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არ ადასტურებს სომეხი სამხედროების სიკვდილს და აცხადებს, რომ ინციდენტს აზერბაიჯანელი სამხედროები შეეწირნენ. ერევანი საზღვრის გადაკვეთაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG