„გაათავისუფლე ჰონგ-კონგი, ჩვენი დროის რევოლუცია“ - ამ წარწერის ტრანსპარანტის გამო, ჰონგ-კონგელი მამაკაცი პირველი მოქალაქე გახდა, რომელსაც ახალი უშიშროების კანონით, ბრალი სეპარატიზმის და ტერორიზმის წახალისების წახალისების მუხლით წაუყენეს.
ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონი პეკინმა სამშაბათს მიიღო, რაც ჩინეთის ყველაზე თავისუფალ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკონმიკურ ჰაბს ავტორიტარიზმის გზისკენ მიმართავს.
ახალი რეგულაციით, მთავრობის დამხობის, ტერორიზმის მცდელობა, ან/და საგარეო ძალებთან შეთქმულება, მინიმუმ 3 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან მძიმე გარემოებებში, სამუდამო პატიმრობით დაისჯება.
ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, უახლოეს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ახალი კანონი საფრთხეს უქმნის მის თავისუფლებას.
Facebook Forum