ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში პუტინის ხელისუფლებაში დარჩენისთვის ხმის მიცემა დაიწყო


რუსეთში საარჩევნო უბნები გაიხსნა. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემის ერთკვირიანი პროცესი დაიწყო. ცვლილებებით პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩება. რეფერენდუმი აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მისი 1 ივლისისთვის გადადება გამოიწვია. კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ, საარჩევნო უბნები ერთი კვირით გაიხსნა, იმ მიზეზით, რომ თავიდან აიცილონ ხალხის დიდი რაოდენობა 1 ივლისს.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, პუტინს, რომელიც უკვე ორი ათწლეულია ქვეყანას მართავს, შეეძლება რუსეთის სათავეში კიდევ ორჯერ, ექვსწლიანი ვადით მოვიდეს. პუტინის ახლანდელი ვადა 2024 წელს იწურება.

ცვლილებები ასევე მოიცავს ქორწინების განსაზღვრას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს და ძალაუფლების გადანაწილებას, რომლითაც აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი ძლიერდება.

ცვლილებებს პარლამენტის ორივე პალატამ მისცა ხმა და მას მხარი დაუჭირა ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ. ამასთან, პუტინმა მას ხელი უკვე მოაწერა. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა რეფერენდუმის ჩატარება მაინც გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ითხოვს. ბევრი პუტინის ამ ნაბიჯს ხედავს, როგორც მცდელობას, რომ მის მიერ ხელისუფლებაში დარჩენას დემოკრატიის შირმა შესძინოს.

პუტინის 20 წელი
პუტინის 20 წელი

რუსეთში ყოველდღიურად ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 7000-ით იზრდება. ქვეყანაში ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით 613,000 შემთხვევაა დაფიქსირებული. რუსეთი მესამეა მსოფლიოში შემთხვევების რაოდენობით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG