აპოლო13-ის მარცხიდან 50 წელი გავიდა. ეს იყო რიგით მესამე მისია, რომელიც მთვარეზე უნდა განხორციელებულიყო. მისია წარმატებით დაიწყო, თუმცა მეორე დღეს კოსმოსურ ხომალდზე აფეთქება მოხდა. მომხდარი აფეთქების შედეგ, არავინ იცოდა შეძლებდნენ თუ არა აპოლო 13-ის ეკიპაჟის წევრები დედამიწაზე დაბრუნებას.
რამდენიმე დღის განმავლობაში, მსოფლიოს ყურადღება ნასას მიმართ იყო მიპყრობილი, სპეციალისტების აქტიური მუშაობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნდებოდა, მეხუთე დღეს კი კოსმოსური ხომალდით ეკიპაჟის წევრები ოკეანეზე დაეშვნენ.
„აფეთქების შემდეგ არ ვიცოდით რა იქნებოდა. დედამიწაზე კი თურმე ფიქრობდნენ, შეძლებდნენ თუ არა, რომ უკან დავებრუნებინეთ. დღეს მინდა ვთქვა, რომ მე კვლავ ცოცხალი ვარ. ვარ 92 წლის და ვიძლევი ინტერვიუს და ვცხოვრობ ილინოისში,"- ამბობს ასტონავტი ჯიმ ლოველი, რომელიც აპოლო 13-ის ბორტზე იმყოფებოდა.
ვრცლად აპოლო 13-ის მისიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
აპოლო13-ის მისიამდე 1 წლით ადრე, მთვარეზე აპოლო 11 წარმატებით დაეშვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარეზე ადამიანმა პირველად დადგა ფეხი.
Facebook Forum