საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განსაკუთრებულად გამოყო ვენესუელა. მოკლე შესავალში მან ჯერ თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის აღდგენის საქმეში, ჩვენ ისევ ვდგავართ თავისუფლების მხარეს ჩვენს ნახევარსფეროში. სწორედ ამიტომ, ჩემმა ადმინისტრაციამ შეცვალა წინა ადმინისტრაციის ჩავარდნილი პოლიტიკა კუბის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ კუბელების, ნიკარაგუელების და ვენესუელელების იმედებს დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით" - განაცხადა პრეზიდენტმა დღეს, ერისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.
დარბაზი ფეხზე ადგომით და აპლოდისმენტებით შეეგება მის სიტყვებს. შემდეგ პრეზიდენტმა კონგრესში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელეეკრანებთან შეკრებილებს წარუდგინა საგანგებო სტუმარი, ვენესუელის "ნამდვილი და ლეგიტიმური პრეზიდენტი, ხუან გუაიდო".
"მისტერ პრეზიდენტო, გთხოვთ გადასცეთ ეს გზავნილი თქვენს სამშობლოში. ყველა ამერიკელი ერთიანდება ვენესუელელ ხალხთან ერთად, მათ სამართლიან ბრძოლაში მშვიდობისათვის! სოციალიზმი ანგრევს ერებს. მაგრამ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თავისუფლება აერთიანებს სულს" - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა ტრამპმა ხუან გუაიდოს.
Facebook Forum