ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუბერნატორი როდ ბლაგოიევიჩი  თანამდებობიდან ერთხმად გადააყენეს


ილინოისის საკანონმდებლო საბჭოზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად , გუბერნატორი როდ ბლაგოიევიჩი კორუფციული გარიგების ბრალდებიდან გამომდინარე თანამდებობიდან ერთხმად გადააყენეს. ბლაგოიევიჩს ბრალად ედება ახლად არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას სენატში ადგილის გაყიდვა. თუმცა გუბერნატორი აცხადებს,რომ ,მას უკანონოდ არაფერი ჩაუდენია და ყველა ღონეს იხმარს იმისათვის,რომ ეს ბრალდება მოეხსნას.

ხუთშაბათს ბლაგოიევიჩის გარიგების შედეგად სენატში მოხვედრილმა როლანდ ბურისმა მთელი პასუხისმგებლობით განაცხადა,რომ მისი სენატში მოხვედრა არანაირ უკანონო გარიგებას არ უკავშირდება. გასულ თვეს, ბლაგოიევიჩის კორუფციაში დადანაშაულების პირველ ხანებში, ილინოისის გუბერნატორს სჯეროდა ,რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ბურისის სენატში დატოვებაზე არანაირად არ აისახებოდა.

XS
SM
MD
LG