ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ბირთვული შეთანხმების პირობებს არღვევს


ირანული მედიის ინფორამციით, ირანმა ფორდოს ბირთვულ დაწესებულებაში, 2000 კილოგრამი ურანის ჰექსაფტორიდი განათავსა, რათა ურანის გაზის ცენტრიფუგაში შეყვანა დაიწყოს.

ეს ირანის კიდევ ერთი ნაბიჯია გადაუხვიოს 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით მიღწეული პირობებისგან.

2015 წლის შეთანხმებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და თეირანი შეთანხმდენ, რომ ირანი სანქციების გაუქმების სანაცვლოდ, ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. ბირთვული შეთანხმება შეერთებულმა შტატებმა 2018 წელს დატოვა.

„ამერიკის პოლიტიკის გამოისობით, ფორდო მალე სრული მწყობრით იმუშავებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გაეროს ბირთვული სააგენტოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ირანში, ადგილზე, მათ ინსპექტორები იმყოფებიან და ნებისმიერ ინფორმაციას „შესაბამისი ქმედებების“ შესახებ, ვენაში, მათ შტაბს გადასცემენ.

პარალელურად, შეერთებული შტატები ირანის ბირთვული აქტივობის ზრდას აკრიტიკებს. სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ ირანის ქმედებები „ბირთვული შანტაჟის ღია მცდელობაა“.

ირანი, შეთანხმებით განსაზღვრული ურანის შენახვის და გამდიდრების ლიმიტს სხვა შემთხვევებშიც გადაცდა. როჰანიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ეს შექცევადი პროცესია, თუ შეთანხმების სხვა მხარეები შეასრულებენ აღებულ ვალდებულებებს და ირანს საქნციებს გააუქმებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG