ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში შესაძლოა ფეისბუკი და ტვიტერი დაბლოკონ


Roskomnadzor
Roskomnadzor

რუსეთი ამ ორ კომპანიას ულტიმატუმს უყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი სოციალური ქსელების დაბლოკვით იმუქრება.

"როსკომნაზორის" ულტიმატუმის შესახებ, რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს ინფორმაციას. გავრცელებულ მასალაში ნათქვამია, რომ კრემლი "ფეისბუკისგან" და "ტვიტერისგან" მოითხოვს, რომ რუსეთში მცხოვრები მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია, სოციალური ქსელების გიგანტებმა რუსულ სერვერებზე დატოვონ.

რუსეთის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი წინადადების დასაკმაყოფილებლად სოციალური ქსელების გიგანტებს 9 თვე აქვთ, თუ ამ პერიოდში ისინი მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ, რუსეთში აღნიშნული ქსელების დაბლოკვა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა 2015 წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციები ვალდებულები არიან, რუსეთში მცხოვრები ადამიანების პერსონალური ინფორმაცია რუსულ სერვერებზე შეინახონ.

დღესვე "ინტერფაქსის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "როსკომნადზორსა" და საძიებო სისტემა "გუგლის" წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. "ინტერფაქსი" რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გახმაურებულა.

უახლოეს დღეებში კი რუსეთი კიბერუსაფრთხოების შესამოწმებლად გლობალური ინტერნეტისგან გამოთიშვას გეგმავს. ამის შესახებ BBC-ი რამდენიმე თვის წინ იუწყებოდა. როგორც მაშინ გამოცემა წერდა, საცდელი გათიშვა 2019 წლის აპრილში იყო დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი არ იყო.

გლობალურ ინტერნეტთან დროებით გათიშვას, ციფრული ეკონომიკის ეროვნული პროგრამის კანონპროექტი გულისხმობს, რომელიც რუსეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

გლობალურ ინტერნეტთან დროებით გათიშვის მიზანი, გეგმის შემუშავებაა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთს საერთაშორისო ქსელიდან ჩახსნიან. რუს სპეციალისტებს სურთ დაწმუნდნენ, რომ ამ ვითარებაში რუსული სეგმენტი მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG