ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ეფლი" პირველი ტრილიონიანი ამერიკული საჯარო კომპანია გახდა


ხუთშაბათს, კომპანია "ეფლი" ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ამერიკული საჯარო კომპანია, რომლის ღირებულებამაც ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. 1980 წლიდან, მას შემდეგ, რაც ტექნო-გიგანტის აქციები საჯაროდ გაიყიდა, აქციის ღირებულება 50 ათასი პროცენტით გაიზარდა.

90-იან წლებში კომპანიას საქმე ცუდად წაუვიდა და სრული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა. ის სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი თანადამფუძნებლის, სტივ ჯობსის ინსტიქტებმა და მისმა ინოვატორულმა ხასიათმა იხსნა. "ეფლის" ფინანსურ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა ახალი ტიპის მობილური ტელეფონის, "აიფონის" გამოშვებამ და გაყიდვამ.

"ეფლის" "აიფონმა", რამდენიმე სხვა ტექნოლოგიურ კომპანიასთან ერთად, თვისობრივად შეცვალა ადამიანებს შორის კომუნიკაციის ხასიათი, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე ბიზნესის მართვის მხრივ. "აიფონის" გამოშვების შემდეგ, ტელეფონმა პერსონალური კომპიუტერის, საფულის, პირადი თანაშემწის და სხვა მრავალი ფუნქცია შეითავსა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG