ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შტატებს და ბრიტანეთს აკრიტიკებს


რუსეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების და ბრიტანეთის კრიტიკულ განცხადებებს შეუძლია სირიაში ვითარებას ავნოს

რუსეთი აცხადებს, რომ სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის იმედს არ კარგავს, მაგრამ გაეროში ამერიკის და ბრიტანეთის დესპანების განცხადებებს ამ პროცესისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.

პრეზიდენტ პუტინის პრეს მდივანმა პესკოვმა დღეს თქვა, რომ ტერორისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გადაჯგუფებისთვის და შეიარაღების განახლებისთვის იყენებდნენ. პუტინის მოკავშირე სირიის მთავრობა, მეამბოხეებს ხშირად ტერორისტებს უწოდებს.

ეს კომენტარები გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრებიდან მეორე დღეს გაკეთდა, რომელზეც ალეპოში სასიკვდილო ძალადობის მკვეთრ ზრდაზე იმსჯელეს, სადაც სირიის და რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებული, ქალაქის აღმოსავლეთი სექტორი დაბომბეს.

XS
SM
MD
LG