ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა აშშ-ს გულენის დაპატიმრება სთხოვა


თურქეთმა შეერთებულ შტატებს, ივლისის პუტჩის სავარაუდო ლიდერის დაპატიმრება ოფიციალურად სთხოვა.

თურქეთის მედია საშუალებებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავრობამ შეერთებულ შტატებს ივლისის ჩაშლილი პუტჩის ეჭვმიტანილი ლიდერის დაპატიმრება ოფიციალურად პირველად სთხოვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ფეთულა გულენი ჩაშლილი გადატრიალების მოწყობაში არაერთხელ დაადანაშაულა.

გასულ კვირაში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე, პრეზიდენტმა ობამამ ერდოღანს უთხრა, რომ მისი მთავრობა მზად არის თურქეთს გამოძიებაში ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს და დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადასცეს.

მაგრამ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნებისმიერი ექსტრადიცია ამერიკული სასამართლო სისტემის თანხმობით უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG