ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ყრილობა იწყება


დემოკრატიული პარტიის დელეგატები დღეს საღამოს სხვა გამომსვლელებთან ერთად, პირველ ლედის მიშელ ობამას და ვერმონტის სენატორს ბერნი სანდერსს მოუსმენენ. შეერთებული შტატების ყოფილ დედაქალაქ ფილადელფიაში სტარტს იღებს დემოკრატიული პარტიის ყრილობა, ე.წ. კონვენცია, რომელიც პენსილვანიის ყრილობათა დარბაზში და „უელს ფარგოს“ ცენტრში იმართება.

სამშაბათს სიტყვით ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი გამოდის, ოთხშაბათს კი ამჟამინდელ დემოკრატ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუსმენენ. ოთხდღიანი ყრილობა მუშაობას ხუთშაბათს დაასრულებს. მოსალოდნელია, რომ ის საპრეზიდენტო მარათონში ჰილარი კლინტონისთვის დემოკრატიული პარტიის ოფიციალური ნომინაციის გადაცემით დასრულდება. ჰილარი კლინტონს ყრილობის ბოლო დღეს აუდიტორიას მისი შვილი, ჩელსია კლინტონი წარუდგენს.

XS
SM
MD
LG