ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადოვან კარაჯიჩს 40 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი, მისი 40 წლიანი პატიმრობის განაჩენის გაპროტესტებას გეგმავს, რომელიც გენოციდის ჩადენისთვის და სამხედრო დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობისთვის გამოუტანეს.

ხუთშაბათს, გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 70 წლის კარაჯიჩი, 90-იანი წლების დასაწყისში, ბოსნიის ომში სერბების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაში დამნაშავედ სცნო. მაშინ 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

მთავარმა მოსამართლე ო-გონ კვონმა თქვა, რომ კარაჯიჩის მხარდაჭერის გარეშე სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა ვერ მოხდებოდა.

XS
SM
MD
LG