ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში 2015 წელს მილიონზე მეტი მიგრანტი დარეგისტრირდა


გერმანია აცხადებს, რომ 2015 წელს ქვეყნაში მიგრანტად თითქმის 1.1 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა.

ოთხშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის 430 ათასი მიგრანტი სირიიდან წამოსული ლტოლვილია.

დარეგისტრირებულ ლტოლვილთა შორის 154 ათასი ავღანელი და 121 ათასი ერაყელი დევნილია. ბერლინის ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით, ლტოლვილების რაოდენობა 2015 წელს 5-ჯერ გაიზარდა.

XS
SM
MD
LG