ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში დიქტატორს ასამართლებენ


გენერალ მუშარაფს ღალატში ადანაშაულებენ

პაკისტანის უმაღლესი სასამართლო ქვეყნის ყოფილი სამხედრო დიქტატორის ფერვეზ მუშარაფის სახელმწიფო ღალატის საქმეს განიხილავს.

გენერალ მუშარაფს ღალატში ადანაშაულებენ 2007 წელს კონსტიტუცის მოქმედების შეჩერების და მოსამართლეების სამსახურიდან დათხოვნის გამო.

ფერვეზ მუშარაფი პაკისტანის ხელისუფლების სათავეში 1999 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა. 2008 წელს იმპიჩმენტის საშიშროების გამო ის იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო.
მუშარაფი ოთხწლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.
XS
SM
MD
LG