მოკლული ამერიკელი ჟურნალისტი დანიელ პერლის მშობლები მიესალმებიან პაკისტანში ისლამისტი მეამბოხეების ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებას, რომელიც სავარაუდოდ მათი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.
პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ყარაჩიში განხორციელებული ოპერაციის დროს მათ ისლამისტი მეამბოხეების ლიდერი ქარი აბდულ ჰაი დააკავეს. ის წარსულში ტერორისტული ჯგუფი ლაშქარ ე ჯანგვის ხელმძღვანელი იყო, რომელიც პაკისტანში უმცირესობების და განსაკუთრებით შიიტების წინააღმდეგ აფეთქებებს აწყობდა.
ჯერ ცნობილი არ არის თუ რა საერთო აქვს ჰაის ამერიკელი ჟურნალისტის გატაცებასა და მოკვლაში. დანიელ პერლი „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სამხრეთ აზიის ბიუროს უფროსი იყო როცა ის 2002 წელს ყარაჩიში მოიტაცეს და თავი მოკვეთეს.