ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგუშაგო ჩორჩანასთან და ესკალაციის რისკი


ქართული მხარის მიერ კონტროლირებად, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს მშენებლობის შეწყვეტის ულტიმატუმზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა უარი მიიღეს. ამის პასუხად კი განაცხადეს, რომ მის მეზობლად, ოკუპირებულ სოფელ წნელისში მსგავსი საგუშაგო აშენდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. 29 აგვისტოს კი, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა, რომლის დროსაც 10 საკითხის განხილვა იგეგმებოდა, ჩაიშალა. შეხვედრაზე უნდა განეხილათ გუგუტიანთკარში და ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების სხვადასხვა პროვოკაციული ქმედება.

დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მახლობლად ქართველი პოლიციელებისთვის საგუშაგოს ხის კონსტრუქციის მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვა და მის თბილისს 30 აგვისტომდე მისცა ვადა. თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც განიხილებოდადა თბილისი ულტიმატუმების ენაზე საუბარს არ აპირებს.

30 აგვისტოს ჩორჩანას მახლობლად მდებარე, ოკუპირებულ სოფელში, წნელისში ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირას კიდევ ერთი შეხვედრა, ამჯერად ერგნეთში გაიმართება.

თუმცა ცხინვალი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ულტიმატუმი არ შეასრულა.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა კი ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სოფელ წნელისში საკუთარ ბლოკპოსტს ოსური მხარეც ააშენებს.

"ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო პოზიციაზე ვერ შევთანხმდით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო დავალება, განათავსოს პოსტი იმისთვის, რომ სოფლის მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს”, განაცხადა ბიბილოვმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG