ამერიკის ხმა ღრმა მწუხარებით იუწყება უხუცესი ქართველი ემიგრანტის და დიდი ქართველი პატრიოტის პეტრე ხვედელიძის გარდაცვალებას. ძია პეტრე, როგორც მას ემიგრაციაში იცნობდნენ, 95 წლის ასაკში, 27 მარტს დაიღუპა. მას ამერიკის ხმის მსმენელი კიკა ჭალელის ფსევდონიმით იცნობდა.
ძია პეტრეს სახით ამერიკაში ქართულმა დიასპორამ უძვირფასესი წევრი დაკარგა. გარდა იმისა, რომ მისი მოგონებების მოსმენა ფასდაუდებელი სიამოვნება იყო, ძია პეტრე ყოველთვის აკვირვებდა მასთან მოსაუბრეებს უბადლო ქართული მეტყველებით, შეუდარებელი სტუმართმოყვარეობით და გასაოცარად დახვეწილი მანერებით. ის საქართველოს შორიდან გულშემატკივრობდა და ხშირად უმეორებდა ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და ქვეყანა გაეძლიერებინათ.
სულ ორიოდე კვირის წინ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში ბატონ პეტრეს მადლობის სიგელი გადასცა „ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისა და ქველმოქმედებისთვის.“
ამერიკის ხმა სამძიმარს უცხადებს ბატონი პეტრეს ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს დიდი მამულიშვილის დაკარგვასთან დაკავშირებით.