ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობა საქართველოში


უმუშევრობა საქართველოში
უმუშევრობა საქართველოში

ვისთან გეგმავს უმუშევართა კავშირი მემორანდუმის გაფორმებას, რა ადგილი უკავია უმუშევრობის პრობლემის დაძლევას მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში?

სტატისტიკური თუ სოციოლოგიური გამოკითხვებით, უმუშევრობა საქართველოში, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხების ნუსხაში, პირველ ადგილს იკავებს.

”უმუშევართა კავშირმა დასაქმებისთვის” მოამზადა მემორანდუმი, სადაც ხელისუფლებას უმუშევრობასთან და უმუშევრობის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლისკენ მოუწოდებს, ასევე ურჩევს დროებითი 1- დან 12 თვემდე ვადით სამუშაო კონტრაქტების გაუქმებას და ა.შ.

უმუშევართა კავშირის თავმჯდომარის თამარ სადღობელაშვილის განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა, რომელიც უმუშევართა რეგისტრაციას განახორციელებს :

” საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი. ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში არანაირი სოციალური დაცვის მექანიზმები არ არსებობს, პრაქტიკულად არაფერი კეთდება, რომ ამ პრობლემას ეშველოს. ცვლილებები უნდა განხორციელდეს კანონით, სტრუქტურულად. საქართველოში უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც დაკავდება უმუშევართა რეგისტრაციით და აღრიცხვით, ასევე უმუშევართა დასაქმებით და შემწეობის გაცემით. შემწეობის მხრივ საქართველოში ჯერჯერობით არაფერი კეთდება. ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი ”უმუშევართა დაცვის შესახებ”, ჩვენი ეს ინიციატივა აუცილებლად განიხილება პარლამენტში, ალბათ უკვე ახალი წლის შემდეგ ფრაქციაში ”ერთობა სამართლიანობისთვის” ( თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი). გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები რამდენიმე პარტიასთან, მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყი მემორანდუმის შექმნა. მოვილაპარაკეთ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ბოლოსდაბოლოს უმუშევრობის პრობლემა გადაწყდეს და შეიქმნას სისტემა, როგორიც მოქმედებს სხვა განვითარებულ, ნორმალურ ქვეყნებში. თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევა სოციალურ პრობლემებში, რომელი ფორმა ავირჩიოთ?! სკანდინავიის ქვეყნებში ძირითადი როლი მიუძღვის სახელმწიფოს, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში ახელმწიფოს როლი შუალედურია. ან ნაკლებად ჩაერთოს სახელმწიფო, როგორც ეს არის აშშ-ი. მაგრამ აშშ ძალიან არის განვითარებული სადაზღვეო პაკეტების სექტორი. ცხადია, რომ საქართველოში ეს საკითხი მოსაწესრიგებელია”.

ვისთან გეგმავს უმუშევართა კავშირი მემორანდუმის გაფორმებას, რა ადგილი უკავია უმუშევრობის პრობლემის დაძლევას მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში? - ამის შესახებ ”თავისუფალ ასოციაციათა კავშირის” თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძე გვესაუბრება:

” ჩვენ გვინდა ეს მემორანდუმი ყველა ოპოზიციურ ძალასთან გავაფორმოთ, რომელიც თავისუფალია ხელისუფლების კლანჭებისგან. ვინაიდან ცალკე პრეზიდენტს, ცალკე პრემიერს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარეს გავუგზავნეთ ეს საკითხები, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიგვიღია, ერთადერთი, ვინც გამოგვეხმაურა, იყო ჯანდაცვის სამინისტრო.. ამის შემდეგ ჩვენ მოვაწყვეთ კანცელარიასთან და პარლამენტთან ”ცარიელი ქვაბების აქცია”. ეს იყო ჩვენი პროტესტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი, ჩვენ მიერ მომზადებული მემორანდუმი გვინდა გავაცნოთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ იგი გახდეს ნაწილი პოლიტიკური პარტიების პროგრამების.

10-პუნქტიან გეგმაში კონკრეტულად უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით. არ წერია, რომ შესაქმნელია კანონი უმუშევართა დაცვის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აგრძელებს იგივე გზით სიარულს, რასაც ჰქვია ”სიღარიბის დაძლევის პრობლემა”. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიღარიბის დაძლევის პრობლემა კი არ არის მთავარი. მთავარია უმუშევრობა დავძლიოთ, რომელიც ამოიყვანს ქვეყანას სიღარიბიდან”.

ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ 900 ათასი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 340 ათასი სახელმწიფო სექტორში.

XS
SM
MD
LG