ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მოწონების რეიტინგი 46 პროცენტია


პრეზიდენტ ტრამპის მოწონების რეიტინგი 46 პროცენტს უახლოვდება. ასეთია ორგანიზაცია „გალოპის“ კვლევის შედეგი და ეს ნიშნული, ტრამპის პრეზიდენტობის ადრეული ეტაპიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ზოგიერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დროა პრეზიდენტი რუსეთის გამოძიების თემას გასცდეს, თუმცა როგორც სჩანს არც ტრამპი და არც დემოკრატი კანონმდებლები ამ საკითხის დავიწყებას არ ჩქარობენ.

გასულ ოთხშაბათს, ფლორიდაში გამართული საკამპანიო შეხვედრებისას, პრეზიდენტმა ტრამპმა მომხრეებს შეახსენა რობერტ მალერის ანგარიშის დასკვნები.

მალერის ანგარიშის თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობის შესწავლისას, ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის კრიმინალური შეთქმულების ფაქტის დასადგენად, საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიძებნა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG