პალესტინელთა პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო. თუმცა, დიპლომატიური გარღვევის მოლოდინი არც მანამდე არსებობდა და არც შეხვედრის შემდეგ გაჩენილა.
გასულ კვირაში ტრამპმა თქვა, რომ ის „ვერ ხედავს იმის მიზეზს“ თუ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობა რატომ არ შეიძლება დამყარდეს.
აბასმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტრამპის ხელმძღვანელობით შესაძლებელია შედგეს „ისტორიული“ სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებულ კონფლიქტს დაასრულებს.
აბასს, რომელიც დასავლეთ ნაპირზე არსებულ, პალესტინელთა მმართველობის უფროსია, ამ ვიზიტთან დაკავშირებით თავიდანვე მოკრძალებული გეგმები ჰქონდა. პალესტინელი ოფიციალური პირების თანახმად, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტრამპის გეგმის მოსმენა იყო, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენას შეეხება.
Facebook Forum