აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი დაითხოვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კომის ორგანიზაციის ეფექტურად მართვა აღარ შეუძლია.
"მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ახალი ხელმძღვანელი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ საზოგადოების ნდობას აღადგენს," - ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიდენტმა ჯეიმს კომის გაუგზავნა. აღნიშნული წერილი თეთრმა სახლმა სამშაბათ საღამოს გაავრცელა.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა შონ სპაისერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის გათავისუფლება გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენმა და მისმა მოადგილემ როდ როზენსტინმა ურჩიეს. სპაისერის განცხადებით, ბიუროს ახალი დირექტორის ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყება.
Facebook Forum