ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი 12 აპრილს მოსკოვში ჩავა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 12 აპრილს მოსკოვში ჩავა. მისი რუსეთში ვიზიტი აშშ-ის მიერ სირიის დაბომბვიდან რამდენიმე დღეში შედგება. სახელმწიფო მდივანი რუსეთს მოუწოდებს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა შეწყვიტოს.

შაბათს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსკოვში 10 აპრილს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. “სირიის მოვლენებმა სიტუაცია ძირფესვიანად შეცვალა,” - თქვა მან.

ტილერსონი მოსკოვში იტალიიდან გაემგზავრება. იტალია დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს. ცნობილია, რომ ტილერსონის განრიგიდან რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ამოღებულია.

მიმომხილველთა აზრით, სამხედრო ოპერაციის შემდეგ ვაშინგტონმა სირიაში დიპლომატიას უნდა მიმართოს. ტილერსონმა რუსეთი მისი მოკავშირე სირიის ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG