ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 12 პროცენტამდე გაზარდა


სამშაბათს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 350 საბაზო პუნქტით გაზარდა და განაკვეთმა 12 პროცენტს მიაღწია. ბანკის ეს საგანგებო ნაბიჯი კრემლის მოწოდებას მოჰყვა, რომ რუბლის ბოლოდროინდელი ვარდნის შესაჩერებლად მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულიყო.

საპროცენტო განაკვეთის შესახებ საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც დოლართან მიმართებაში რუბლი მკვეთრად დაეცა და 1 დოლარი 100 რუბლზე მეტი გახდა. რუბლის მკვეთრი ვარდნა, რუსეთის სავაჭრო ბალანსზე დასავლური სანქციების გავლენამ და დიდმა სამხედრო ხარჯებმა გამოიწვია.

ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, რუბლი 0.5 პროცენტით დასუსტდა და გრინვიჩის დროით 10:56 საათზე 98.16 ნიშნულზე დავიდა, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერ პოზიციაზე იყო ორშაბათის შემდეგ, როდესაც კურსმა102 მიაღწია. რუბლი ასეთი სუსტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი კვირების შემდეგ არ ყოფილა.

ორშაბათს, პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, მაქსიმ ორეშკინმა ცენტრალური ბანკი გააკრიტიკა და რუბლის დასუსტებაში ბრალი მის რბილ მონეტარულ პოლიტიკას დასდო.

ორეშკინის სიტყვებიდან რამდენიმე საათში ბანკმა საგანგებო კრება გამართა და საპროცენტო განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებაზე განაცხადა.

ანალიტიკოსები მეტწილად თანხმდებიან, რომ ბანკის ამ ნაბიჯს ხანგრძლივი გავლენა არ ექნება და ომის ფონზე, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება.

XS
SM
MD
LG