ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ძალებს უკრაინის აღმოსავლეთით მცირე პროგრესი აქვს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 აპრილს განაცხადა, რომ მათი ძალები ორშაბათს უკრაინის ფრონტის ხაზის პუნქტებზე დაწინაურდნენ, აიღეს სოფელი დონეცკის რეგიონში, დაიკავეს უკეთესი პოზიციები ხარკოვის რეგიონში და მოიგერიეს უკრაინის თავდასხმები, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

2022 წლის თებერვალში მეზობელ სუვერენულ უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი აკონტროლებს უკრაინის დაახლოებით 18%-ს ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა აიღეს სოფელი სემენივკა, ავდიივკის ჩრდილო-დასავლეთით. რუსეთმა თქვა, რომ მან დაამარცხა უკრაინული ძალები და უცხოელი დაქირავებულები ამ ტერიტორიის სოფლებში.

რუსეთმა ასევე თქვა, რომ უკუაგდო უკრაინული ჯარი ხარკივის სინკივკას რაიონებში და ფრონტის ხაზის გასწვრივ სხვა პუნქტებში. კრემლმა ასევე აღნიშნა, რომ იერიში მიიტანა უკრაინული თვითმფრინავების სახელოსნოზე.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები სემენივკის მახლობლად და იტყობინება, რომ მისმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რუსეთის სხვა თავდასხმები.

ინფორმაციის დაუყონებლივ გადამოწმება ადგილზე ვერ ხერხდება.

კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხდა, ნოვობახმუტივკის, კიდევ ერთი სოფლის აღების შესახებ, ოჩერეტინესთან ახლოს, რომელიც ბოლო დღეებში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად იყო ქცეული.

„რუსული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ ტაქტიკურ მიღწევებს ავდიივკის მიმართულებით უახლოეს კვირებში“, - თქვა ომის შესწავლის ინსტიტუტმა, კვლევითმა ორგანიზაციამ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG