ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ახალარჩეულ პრეზიდენტს ჩრდილო კორეაში სტუმრობა სურს


სამხრეთ კორეის ახლადარჩეული პრეზიდენტის მუნ ჯეინის განცხადებით, მას აქვს სურვილი ჩრდილოეთ კორეას ესტუმროს და ჩაერთოს ჩინეთსა და ამერიკის მოლაპარაკებებში ფხენიანთან.

ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის დაძაბულობა უკანასკნელ პერიოდში გაიზარდა, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის და ამერიკის მიერ სარაკეტო თავდაცვის სისტემების სამხრეთ კორეაში განთავსების გამო.

მუნი ოფიციალურად საქმიანობას სამშაბათს შეუდგა. მან მისი კონსერვატორი კონკურენტი ჰონ ჯუნ ჰე დაამარცხა. არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 77% მიიღო, რაც ისტორიულად მაღალი ნიშნულია. არჩევნებს დაძაბული პერიოდი უძღვოდა რაც დაკავშირებული იყო ყოფილი პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტის საკითხთან და კორუფციის ბრალდებებთან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG