გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტ ტრამპს სირიაზე ახალი იერიშების მიტანა დასჭირდება, ის ამას გააკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ჰეილიმ და სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პრეზიდენტ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორების პრიორიტეტულობის შესახებ განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.
ელჩმა ჰეილიმ დასძინა, რომ თუ სირიაში დღეს შექმნილ ვითარებას გადავხედავთ, “ძნელია წამოვიდგინოთ, რომ ასადის მონაწილეობით რომელიმე მთავრობა მშვიდად და სტაბილურად იმუშავებს. რეჟიმის ცვლილება, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, მოხდება.”
ტილერსონმა განაცხადა, რომ სირიაში აშშ-ის ამოცანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“ისლამური სახელმწიფოს” დამარცხება.
კვირას სი-ბი-ესთან საუბარში სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ აშშ-ის პრიორიტეტი ტერორისტული დაჯგუფების დამარცხებაა. როგორც კი ტერორისტებისაგან მომავალი საფრთხე შემცირდება, ან აღმოიფხვრება, აშშ ყურადღებას სირიის სტაბილიზაციაზე გადაიტანას.
Facebook Forum